საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოს ავიაბაზარზე ნიდერლანდების დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia შემოდის.
20 აპრილიდან, ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2023 წელს ავიაკომპანიასთან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დაასრულა.