აზერბაიჯანში გამართულ “arpachay open”-ის საერთაშორისო ტურნირზე უტა ფონიავამ პირველი ადგილი დაიკავა.
პირველ ბრძოლაში მან თურქი სპორტსმენი ანგარიშით 6-2 დაამარცხა. მეორე წრეში დამაჯერებლად გაიმარჯვა აზერბაიჯანელ სპორტსმენთან ანგარიშით 7-0. ნახევარფინალში მან კიდევ უფრო შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა და 8-0 დაამარცხა მასპინძელი.
ფინალში უტა აზერბაიჯანელ სპორტსმენს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 5-2, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
უტა ფონიავას პირადი მწვრთნელი გელა ანთიაა, ხოლო მას თან ახლდა საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ლაშა კოდუა.