როგორც იცით, ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა კვლავ მონაწილეობს ირლანდიურ ცეკვავენ ვარსკვლავებში. კონკურსის მეორე კვირაში სალომემ დევიდ ვილანთან ერთად ცეკვა ჩარლსტონი შეასრულა.
დევიდის და სალომეს ცეკვამ უმაღლესი შეფასება და ჟიურის, მაყურებლის და გულშემატკივრების აღფრთოვანება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ჭაჭუა წინა ორ სეზონშიც მონაწილეობდა და მისი პარტნიორები იყვნენ სპორტსმენები – მორაგბე ჯორდან ქონროი და ფეხბურთელი პოლ ბროგანი.