ამერიკული გამომცემლობა Nova Science Publishers ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებს მნიშვნელოვან საჩუქარს გთავაზობთ. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით, გამომცემლობის ვებგვერდზე თქვენს მიერ შერჩეულ წიგნს უფასოდ, პდფ-ის ფორმატში და საავტორო უფლებების დაცვით მოგაწვდით. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახლო მომავალში, Nova Science Publisher და ეროვნული ბიბლიოთეკა კიდევ ერთ ერთობლივ სიახლეს შემოგთავაზებთ, კერძოდ, გამომცემლობის უახლესი კოლექციები ბეჭდური სახითაც ხელმისაწვდომი იქნება.
Nova Science Publisher 1985 წელს, ნიუ იორკში, ცნობილმა გამომცემელმა, ფრანკ კოლუმბუსმა დააარსა, რომელიც მანამდე კემბრიჯის გამომცემლობის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. დღეს ეს გამომცემლობა წელიწადში 1800-მდე ახალ წიგნს, უახლეს და საუკეთესო სამეცნიერო ლიტერატურას აქვეყნებს, მათ შორის, მედიცინის დარგშიც. აღსანიშნავია, რომ ნაშრომები საერთაშორისო მონაცემთა ბაზებშიც გაერთიანებულია.