დღეს მაია ჩიბურდანიძის დაბადების დღეა

მაია ჩიბურდანიძე 1961წლის 17 იანვარს დაიბადა. მან ჭადრაკის თამაში 8 წლის ასაკში დაიწყო. 1976 წელს მაია ჩიბურდანიძემ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა.

17 წლის, 1978 წელს, უკვე მსოფლიო ჩემპიონი იყო.

მაია ჩიბურდანიძე მსოფლიოში უძლიერესი მოჭადრაკის გვირგვინს 14 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. 1997 წელს კონტინენტის ჩემპიონი გახდა. მაია ჩიბურდანიძე საჭადრაკო ოლიმპიადების ცხრაგზის გამარჯვებულია.

ჩიბურდანიძე ყოველთვის პირველ დაფაზე თამაშობდა და ოთხჯერ მცირე ოქროს მედალიც მოიპოვა. საჭადრაკო ოლიმპიადებზე მაიას მიერ ჩატარებული 167 პარტიიდან მის ანგარიშზე 125,5 ქულაა.

2019 წლის 5 სექტემბერს თბილისში საზეიმოდ გაიხსნა მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო აკადემია, სადაც სწავლება მსოფლიოს ხუთგზის, ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონისა და ოთხი საჭადრაკო ოსკარის მფლობელის, მაია ჩიბურდანიძის საავტორო პროგრამით მიმდინარეობს.

საინტერესო ფაქტია, რომ მაია ჩიბურდანიძეს არცერთი მედალი და თასი უდევს სახლში, საქველმოქმედო აუქციონებს დაურიგა…

დიდოსტატიმაია ჩიბურდანიძემსოფლიო ჩემპიონი