ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა მეათე ადგილზე დაასრულა

ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა საფრანგეთთან შეხვედრა ანგარიშით 6:12 დათმო და კონტინენტის პირველობა მეათე ადგილზე დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ ასპარეზობდა.

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრები 16 იანვარს ხორვატიასა და ესპანეთს შორის გამოვლინდება.