საქართველოს საელჩომ კანტის აკადემიის სტუდენტების დელეგაციას უმასპინძლა

კორეაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 12 იანვარს, საქართველოს საელჩომ კანტის აკადემიის სტუდენტების დელეგაციას უმასპინძლა.

8-10 იანვარს, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ჰარვარდისა და სეულის უნივერსიტეტების მიერ, გაეროს ეგიდით, ქ. სეულში გამართულ ახალგაზრდული კონგრესის მოდელირებაში, სადაც ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 500-მდე სტუდენტი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე, ოფიციალური პარტნიორის სტატუსით, პროგრამას წელს პირველად შეუერთდა.

შეხვედრის დროს, დიპლომატებმა სტუმრებს გააცნეს ინფორმაცია საელჩოს საქმიანობის შესახებ, მიმოიხილეს კორეის რესპუბლიკაში უცხოელი სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობები და ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხებზე.