სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია

სანდრო ბაზაძე ტუნისის გრან-პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელია. სპორტსმენმა დაძაბული ნახევარფინალური შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელ ფარეს ფერჯანისთან ანგარიშით 14:15 დათმო.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ტუნისის გრან-პრი ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანდრო ბაზაძე 2022-2023 წლების საუკეთესო კაცი ხმლით მოფარიკავის საპატიო პრიზის მფლობელია. სანდრო პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.

სანდრო ბაზაძეფარიკაობაჯილდო