ბელა ხოტენაშვილმა პირველობა გაინაწილა, მონტე-კარლოში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ელვისებურ ჭადრაკში.
ბელამ, 13-იდან 10 ქულა დააგროვა და I-III ადგილი გაინაწილა: ალექსანდრა კოსტენიუკსა (შვეიცარია) და სარასადატ ხადემალშარეხთან (ესპანეთი) ერთად.
დამატებითი მაჩვენებლებით ქართველი დიდოსტატი მესამე ადგილზე გავიდა.