საფრანგეთის ქალაქ კასტრში, ევროპის უმაღლესი დონის რაგბის საკლუბო ტურნირის, ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში, ქართული გუნდი „შავი ლომი“ ფრანგულ „კასტრს“ შეერკინება.
თამაში 13 იანვარს, 16:15 საათზე, კასტრის „პიერ ფაბრის“ სტადიონზე (Stade Pierre Fabre) გაიმართება.
„შავი ლომს“ ჩელენჯ თასის ჯგუფური ეტაპის ორი თამაში ელის. კასტრში 13 იანვარს დაგეგმილი თამაშის შემდეგ, 20 იანვარს სარაგბო ზეიმი თბილისში დაბრუნდება – მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველო ფრანგულ გრანდს „კლერმონს“ უმასპინძლებს.
აღნიშნულ ტურნირში საქართველომ შთამბეჭდავი ანგარიშით მოიპოვა გამარჯვება “სქარლეთთან” უელსში, რითაც მსოფლიოს ყურადღებაც კიდევ ერთხელ მიიპყრო.