ქართული საბალეტო დასი გასტროლებზე იტალიასა და გერმანიაში გაემგზავრება

22 იანვრიდან 14 თებერვლის ჩათვლით ქართული საბალეტო დასი გასტროლებზე იტალიასა და გერმანიაში გაემგზავრება.

პირველი წარმოდგენა ქალაქ კატანიაში Teatro Massimo Bellini-ში 24 იანვარს გაიმართება.

28 იანვრის ჩათვლით „გედების ტბას“ 7 ჯერ იხილავს კატანიის მაყურებელი, რის შემდეგაც დასი იტალიის სხვა ქალაქებში გაემართება:

1 თებერვალს – Teatro Comunale di Modena;

4 თებერვალს – Teatri di Piacenza;

6 თებერვალს – Teatro Regio Parma;

9-10 თებერვალს დასი გადავა გერმანიის ქალაქ ლუდვიგსბურგში, სადაც სპექტაკლს „გედების ტბა“ Forum am Schlosspark-ში 2-ჯერ აჩვენებს.

ბოლო საგასტროლო სპექტაკლი იტალიის ქალაქ ვიჩენცაში, 13 თებერვალს Teatro Comunale Citta di Vicenza-ში შედგება.

14 თებერვალს დასი თბილისში დაბრუნდება და მარტის დასაწყისიდან  ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგება.