სალომე ჭაჭუა ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ სეზონში კვლავ მონაწილეობს. ამჯერად სალომეს მეწყვილე მომღერალი დევიდ ვილანია.
მათ პირველ საკონკურსო ტურში ცეკვა ტანგო შეასრულეს და 30-იდან 23 ქულა დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ სალომე ჭაჭუა წინა ორ სეზონშიც მონაწილეობდა და მისი პარტნიორები იყვნენ სპორტსმენები – მორაგბე ჯორდან ქონროი და ფეხბურთელი პოლ ბროგანი.