სანტიაგოს მუნიციპალურმა თეატრმა ნიკოლოზ ლაგვილავას რიგოლეტოს როლისთვის  წლის საუკეთესო  როლი მიანიჭა

ქართველმა ოპერის მომღერალმა ნიკოლოზ ლაგვილავამ მონაწილეობა მიიღო ჯუზეპე ვერდის “რიგოლეტოში”, სადაც მთავარი პარტია იმღერა და დამსწრე საზოგადოების ხანგრძლივი ოვაციები დაიმსახურა და ასევე, სანტიაგოს მუნიციპალურმა თეატრმა რიგოლეტოს როლისთვის  წლის საუკეთესო  როლი მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ნიკოლოზ ლაგვილავამ გაავრცელა სოციალურ ქსელში.

“ნომინაციაში „ოპერა“ სანტიაგოს მუნიციპალურმა თეატრმა რიგოლეტოს როლისთვის  წლის საუკეთესო  როლი მომანიჭა!!! უბედნიერესი და  ძალიან ამაყი ვარ❤️🎊❤️🎊❤️” – წერს მომღერალი ნიკოლოზ ლაგვილავა.