ლიონში კავკასიის ისტორიის შესახებ კონფერენცია გაიმართება

პარასკევს, 19 იანვარს, ქალაქ ლიონის , მე-7 ოლქში მდებარე, Salle Reinach-ის სახელწოდების საკონფერენციო დარბაზში,  15-იდან 18 საათამდე კავკასიის ისტორიის შესახებ საინტერესო კონფერენცია გაიმართება. ინფორმაციას ასოციაცია ქართველები საფრანგეთში ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენცია ფრანგულ ენაზე გაიმართება და ფრანგი მკვლევრები თავიანთ თვალით დანახული ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე ისაუბრებენ.