ქ. ოდესაში საქართველოს გენერალური საკონსულო უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს.
ქ. ოდესაში, საქართველოს გენერალური საკონსულო გაცნობებთ, რომ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უკრაინის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის 7-9 იანვარს, უკრაინაში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება, რაც გამოწვეულია ჩრდილოეთ ევროპის არქტიკული ჰაერის მასების შემოჭრითა და ქვეყნის სამხრეთით აქტიური ციკლონის ფორმირებით. კერძოდ: ოდესის, მიკოლაევისა და ხერსონის ოლქებში მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, ძლიერი ქარი და თოვა (თოვლის შესაძლოა საფარმა მიაღწიოს 5-15 სმ.).
ქვეყნის ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებში მოსალოდნელია ქარბუქი 15-20 მ/წმ. უმეტეს რეგიონებში, საავტომობილო გზებზე, იარსებებს ლიპყინულის ჩამოყალიბების დიდი ალბათობა. ასევე, 7-9 იანვარს მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, სავარაუდოდ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ტემპერატურა -13-20° გრადუსამდე დაეცემა, სამხრეთ ნაწილში კი -7-15° გრადუსამდე.
ამინდის რთულმა პირობებმა შესაძლოა გაართულოს კომუნალური და ენერგეტიკული კომპანიების მუშაობა, შეაფერხოს და შეაჩეროს მოძრაობა გზებზე, გააუარესოს მოსახლეობის საარსებო პირობები“, – ნათქვამია საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.