23 თებერვალს, ბერლინის „დოიჩეს თეატრში” ნინო ხარატიშვილის ახალი სპექტაკლის „პენთესილეა. რეკვიემი” პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი ორენოვანია. ტექსტის ქართული თარგმანი მაია ფანჯიკიძეს ეკუთვნის.
გერმანელ მსახიობებთან ერთად სპექტაკლში ეკა ნიჟარაძე, ანანო მახარაძე და ნესტან ბაგრატიონ-დავითაშვილი ითამაშებენ, ვიდეოზე კი – ზაზა რუსაძე იმუშავებს.
„პენთესილეა. რეკვიემი” ანტიკური მითის ნინო ხარატიშვილისეული ინტერპრეტაციაა, რომელიც ბერძნებისა და ამაზონელი მეომრების ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს.