2024 წლის 4 იანვარს, ქ. ბარსელონაში გაიმართა ქართულ-ესპანური პოლიფონიური ფოლკლორული ანსამბლის Vocal Vircan-ის საახალწლო სოლო კონცერტი, რომელიც გრასიაზე მდებარე San Felipe Neri-ს კათედრალში ჩატარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლი ორ წელზე მეტია რაც დაფუძნდა, დღითი დღე მეტ პოპულარობას იძენს, როგორც საქართველოში ასევე მთელს ესპანეთში.
„ღონისძიების ორგანიზატორების მოწვევით, კონცერტს დაესწრო ქალაქ ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჭკუასელი და ვიცე კონსული ლია ახალბედაშვილი. გენერალური საკონსულო მადლიერებას გამოხატავს და მიესალმება ქართული კულტურისა და ხელოვნების მეტად წარმოჩენის საქმეში მათ აქტიურ ჩართულობას“, – ნათქვამია გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.