მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის „ფიდეს“ ვებგვერდზე რეიტინგის განახლებული სია გამოქვეყნდა.
ტოპ ათეულში ადგილს ინარჩუნებს ქართული ჭადრაკის ლიდერი, ნანა ძაგნიძე.
ნანა, 2506 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.
პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1.ჰოუ იფანი (ჩინეთი;2632);
2.ჰამპი კონერუ (ინდოეთი;2554);
3.ალექსანდრა გორიაჩკინა (ფიდე:2553);
4.ლეი ტინგჟი (ჩინეთი; 2550);
5.ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი;2549);
6.კატერინა ლაგნო (ფიდე;2542);
7.ანა მუზიჩუკი (უკრაინა;2525);
8.ტან ჟონგი (ჩინეთი;2521);
9.მარია მუზიჩუკი (უკრაინა;2510);
10.ნანა ძაგნიძე (საქართველო;2506)…..
…19.ბელა ხოტენაშვილი (2467); 21.მერი არაბიძე (2466); 24.ნინო ბაციაშვილი (2451); 36.ლელა ჯავახიშვილი (2433); 93.სალომე მელია (2355).