თამარ მათითაშვილი 21 -წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

თამარ მათითაშვილი საუკეთესო 56 მოთამაშეს შორის მოხვდა და 21 -წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

ტურნირში მოთამაშეები ევროპის 21 -წლამდელთა რეიტინგით მოხვდნენ. ბოლო 4 ადგილზე 7 პრეტენდენტი თანაბარი ქულით იყო და ევროპის ფედერაციამ წილისყრა ჩაატარა და ისე აარჩია 4 მოთამაშე. სამწუხაროდ ჩვენს მეორე მოთამაშეს, მარი რიჟვაძეს არ გაუმართლა წილისყრის დროს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი, მისი რეიტინგის საფუძველზე, ევროპის ფედერაციის დახურულ ღონისძიებაზე მიიწვიეს, ღონისძიებაზე, სადაც მხოლოდ ევროპის საუკეთესო მოთამაშეები ხვდებიან.