თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ტრადიციულად, თბილისელი წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
წარმატებულ თბილისელ სპორტსმენებს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებსა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამარჯვებულ გუნდებს თბილისის მერიისგან ფულადი ჯილდოები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
193 სპორტსმენი ინდივიდუალურად დაჯილდოვდა შემდეგ სპორტულ სახეობებში: ფარიკაობა, ჭადრაკი, ჭიდაობა, რაგბი, ძალოსნობა, სამბო, კუდო, ათლეტიზმი, სპორტული ცეკვები, კანოე-კაიაკი, სროლა, კარატე, კონტაქტური კარატე, კალათბურთი, მკლავჭიდი/პარამკლავჭიდი, უშუ, ძიუდო, პანკრატიონი, მას-რესლინგი, ბატუტი, ხუთჭიდი, ჯიუ-ჯიცუ, პარაძიუდო, პარატაეკვანდო, პარაწოლჭიმი და უსინათლოთა სამჭიდი, ეტლით ფარიკაობა.
გარდა ამისა, დაჯილდოვდნენ ეროვნულ ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი ფეხბურთის გუნდი „კვარტალი“, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელი ფრენბურთის გუნდი „თბილისი“, ეროვნული ჩემპიონატის მეორე ადგილის მფლობელი დარბაზის ჰოკეის გუნდი „ლურჯი ქორები“, ეროვნული ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი ხელბურთის გუნდი „მართვე“.