დუბლინის საკვირაო სკოლის „ლამპარი” ორგანიზებით ჩატარდა საშობაო საქველმოქმედო ბაზრობა, სადაც გამოფენილი იყო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები.
ბაზრობა გაიმართა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ეკლესიაში, სადაც სტუმრად იმყოფებოდა გორი-ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ასევე ბაზრობას სტუმრობდა ირლანდიაში საქართველოს ელჩი გიორგი ზურაბაშვილი საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად და ირლანდიაში სტუმრად მყოფი პარლამენტის დეპუტატები .
„საქველმოქმედო ბაზრობიდან შემოსული თანხით სკოლა „ლამპარი“ დაეხმარება უძლურებაში მყოფ პატარა მარიამს❤️უღრმესი მადლობა ქართული დიასპორას – ქართული კულტურის ცენტრს ირლანდიაში, კომპანია „Taste Of Georgia”-ს, კომპანია ,,Areva Construction”ს, სკოლის პედაგოგებს და ყველა იმ პიროვნებას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ კეთილ საქმეში. გილოცავთ შობა-ახალ წელს🎄“, – ნათქვამია დუბლინის ქართული საკვირაო სკოლის “ლამპარი” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.