თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანის, ირაკლი ნასიძის, დიზაინით შექმნილი სამოსისა და ბრინჯაოს სამკაულების ახალი კოლექციების გამოფენა, სახელწოდებით „ბაზაზხანა“ გაიხსნა.
ავტორის განმარტებით, შემთხვევითი არ არის, რომ მან არჩევანი თბილისის ისტორიის მუზეუმზე შეაჩერა, რადგან სწორედ თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიგო პირველად სიტყვა „ბაზაზხანა“, რომელმაც მოხიბლა და შთააგონა; ამიტომ „შოურუმის“ ცნება სიტყვით – „ბაზაზხანა“ ჩაანაცვლა (რასაც შინაარსობრივი ცვლილება არ გამოუწვევია).
ირაკლი ნასიძე წლების განმავლობაში იყო პარიზის მაღალი მოდის გილდიის წევრი, სადაც ის აქტიურად თანამშრომლობდა მაღალი მოდის სახლებთან და არაერთ ლეგენდასთან.
გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს 24 დეკემბრის ჩათვლით შეეძლება.