თბილისის საერთაშორისო აეროპორტში AUSTRIAN AIRLINES-ი დაიწყებს ოპერირებას

2024 წლის 2 მაისიდან, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, AUSTRIAN AIRLINES-ი დაიწყებს ოპერირებას.

ავიაკომპანია ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს.

AUSTRIAN AIRLINES-ი ფრენებს 55 ქვეყნის 120 მიმართულებით ასრულებს. მის შემადგენლობაში 65 საჰაერო ხომალდია, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის ხომალდებს წარმოადგენს.