17 დეკემბერს, ქ. ნაიმეგენის ლუთერანულ ეკლესიაში, ქართული ხალხური სიმღერების ნიდერლანდური გუნდის “თვალთაი” და კვარტეტის „ქართული ანსამბლი“ მონაწილეობით ფოლკლორის საღამო გაიმართა. გუნდისა და კვარტეტის სამხატვრო ხელმძღვანელია ქართველი დირიჟორი, ქეთევან წიკლაური.
ანსამბლებმა ქართული სიმღერების კეთილხმოვანებით და განახლებული რეპერტუარით, საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები შეასრულეს.