მარიამ ბოლქვაძე ITF-ის ეგიდით გამართული W25 ტურნირის გამარჯვებულია

ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში ITF-ის ეგიდით გამართული 25-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული მარიამ ბოლქვაძე გახდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში რუსი მეტოქე ელენა პრიდანკინა ორ სეტში დაამარცხა და ნახევარფინალშიც მარტივად სძლია რუსეთის სახელით გამომსვლელ ჩოგბურთელს, ალექსანდრა შუბლაძეს.

ეგვიპტეში ჩატარებული შეჯიბრებაზე მარიამ ბოლქვაძეს არცერთი სეტი წაუგია. ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში ITF-ის მე-19 ტიტულია, ერთეულთა თანრიგში კი ის ჩემპიონი მეშვიდედ გახდა.