სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში ზაზა ჩუბინიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში ზაზა ჩუბინიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები, ძირითადად გრაფიკული პორტრეტები.

მწერალი ერეკლე საღლიანი: „ზაზას შემოქმედების საიდუმლოების უმთავრესი გასაღები არის ის, რომ როცა ის ფიგურას ხატავს ფიგურას კი არ ხედავს, მის მიღმა იხედება, სხვაგვარად აზროვნებს, სხვაგვარად ფიქრობს, არ არის არც მისი ფიქრი არც მისი აზროვნება წუთისოფლური, ცდება მის ფარგლებს სამწუხაროა რომ ჩვენმა ერმა მისი სახით უნიჭიერესი მხატვარი დაკარგა“.

მხატვარი ანტონ ბალანჩივაძე: „სამხატვრო აკადემიის დარბაზებში ასე სევდიანად, მაგრამ სიხარულით ვზეიმობთ ამ ძვირფასი ახალგაზრდა ადამიანის – ზაზა ჩუბინიძის გამარჯვებას, მე მინდა მივულოცო მის ოჯახს, ქალბატონ თამარ ლამპარაძეს რომელსაც ძალიან დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო“.

საოცრად ინდივიდუალური და თვითმყოფადი, უნიჭიერესი მხატვრის ზაზა ჩუბინიძის სიცოცხლე ნაადრევად შეწყდა… მიუხედავად თავისი ახალგაზრდა წლებისა ბევრი რამ მოასწრო და ძალიან შთამბეჭდავი ნახატები დატოვა…

🎬 ანი ნიქაბაძე