2023 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობითა და ხელშეწყობით, ქ. ანკარაში, მაყურებელთა წინაშე ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ წარდგა.
ღონისძიებას, საქართველოს ელჩთან, გიორგი ჯანჯღავასთან და საელჩოს დიპლომატებთან ერთად, დაესწრნენ ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე, ადგილობრივი ხელისუფლების, თურქული კულტურულ – სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და მედიისა და ქართული დიასპორული ასოციაციების მესვეურები.
კონცერტმა სრული ანშლაგით, მაყურებელთა მხურვალე ოვაციების ფონზე ჩაიარა.
კონცერტის დასრულების შემდეგ, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,რუსთავი“ მესვეურებს, თურქეთში ქართული კულტურისა და ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის, მადლობის სიგელი გადასცა.
ანსამბლი „რუსთავი“ მაყურებელთა წინაშე, განმეორებით დღეს და ხვალ, 15 და 16 დეკემბერს, ამჯერად, ქ. სტამბოლში წარდგება.