ევროპის ვაჟთა პირველობაზე სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს სახელით ბაადურ ჯობავა იასპარეზებს

დღეს, ხორვატიის ქალაქ ზაგრებში სტარტს აიღებს ევროპის ვაჟთა  პირველობა  სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში. 14-15 დეკემბერს მონაწილეები ერთმანეთს სწრაფ ჭადრაკში შეეჯიბრებიან, ხოლო 16-17 დეკემბერს ელვისებურში.

ასპარეზობაზე საქართველოს სახელით, 2023 წლის ქვეყნის ჩემპიონი ელვისებურ ჭადრაკში ბაადურ ჯობავა იასპარეზებს.

სწრაფ ჭადრაკში ჩემპიონატი  41 ქვეყნის 495 მონაწილეს შორის გაიმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება.

ბაადურ ჯობავა ასპარეზობის სასტარტო რეიტინგ-სიის მეოთხე ნომერია.

თამაშები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

შეჯიბრება ელვისებურ ჭადრაკში შვეიცარიული სისტემით 13 ტურად გაიმართება 41 ქვეყნის 626 მოჭადრაკეს შორი და ბაადურ ჯობავა სასტარტო რეიტინგ-სიის მეთერთმეტე საფეხურზე იმყოფება.