2023 წლის 11 დეკემბერს, თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ქალბატონ თინათინ შავდათუაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
თინათინ შავდათუაშვილმა სტუმრებს წარუდგინა თავისი ნამუშევრები და ისაუბრა მისი შემოქმედების შესახებ.
გამოფენას ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.