ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ჩართულობით, ყოველწლიური საქველმოქმედო საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
საქართველოს საელჩომ, ტრადიციულად, წელსაც მიიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში და ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო საბერძნეთში მცხოვრები ქართველების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები, ასევე ქართული სამზარეულო და ღვინო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ათენის ქართულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა – “კავკასია“ და „ივერიელები“.