თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული თაკო სულაქველიძე და აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული ნათია გოგოტიძე ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდნენ ახალ ციფრულ პროდუქტზე რიფლი/Ripple, რომელიც დასახელდა Parsons School of Design-ის 10 საუკეთესო საკურსო პროექტს შორის და წარმოდგენილი იქნება LG-ისა და The New School-ის ხელოვნური ინტელექტისა და დიზაინის საინაუგურაციო გამოფენაზე. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენა ნიუ-იორკში 7 დეკემბერს გაიხსნა და 5 იანვრამდე გაგრძელდება.
თაკო სულაქველიძემ თავისუფალი უნივერსიტეტის, ხოლო ნათია გოგოტიძემ აგრარული უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა Parsons School of Design-ის Strategic Design and Management-ის სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძეს.