7-10 დეკემბერს, იტალიის ქალაქ ვენეციაში, მსოფლიო კარატეს ფედერაციის ეგიდით (WKF), იმართება წლის ყველაზე მასობრივი საერთაშორისო ღონისძიება კარატეში, კარატე 1-ის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონატი, სადაც ერთმანეთს 81 ქვეყნის 4130 კარატისტი ხვდება.
ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის 24 კაციანი დელეგაცია წარდგება 13 სპორტსმენით, 4 მწვრთნელით და პირველად საქართველოდან 6 მსაჯი იმსაჯებს.
ჩემპიონატის პირველ დღეს ანზორ დონაძე ახალგაზრდული ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ანზორ დონაძემ, -75 კგ წონით კატეგორიაში, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბელგიელი, კვიპროსელი, ხორვატი, შვეიცარიელი სპორტსმენები. სამწუხაროდ ჩვენი სპორტსმენი ნახევარფინალში სლოვაკ სპორტსმენთან დამარცხდა.
მესამე ადგილისთვის ურთულეს ბრძოლაში, ანგარიშით 9-6, ანზორ დონაძემ ბოსნიელი მილოს სიმიჩი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ -75 კგ წონით კატეგორიაში ერთმანეთს 96 სპორტსმენი ეჯიბრებოდა.