საქართველოს რეკორდსმენმა ანა ნიჟარაძემ Panathinaikos International Swimming Trophy-ს პირველი ორი დღის განმავლობაში 2 ოქროს მედალი მოიპოვა 100-200 მ-ზე ბატერფლაით ცურვაში და ორივე დისტანციაზე მის მიერვე დამყარებული საქართველოს რეკორდები გააუმჯობესა:
🥇 100 ბატერფლაი 1:02.54 (698 ქულა) (ძველი რეკორდი 1:02.57)
🥇 200 ბატერფლაი 2:19.38 (ძველი რეკორდი 2:21.99)
Panathinaikos International Swimming Trophy-ს მეორე დღეს რუსთავის წარმომადგენელმა ლაშა მინდიაშვილმა 200 მ-ზე ბრასის ფინალურ გაცურვაში პირველი შედეგი დააფიქსირა 2:20.59 და კარიერის საუკეთესო 721 ქულა მოიპოვა, გააუმჯობესა რა პირადი რეკორდი 4 წამზე მეტით. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ დისტანციაზე ნაჩვენებ შედეგებში ლაშას მხოლოდ ირაკლი ბოლქვაძე უსწრებს.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნოე ფანცხავამ საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მიმდინარე Panathinaikos International Swimming Trophy-ს მეორე დღეს 100 მ. გულაღმა ცურვაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა შედეგით 0:56.21 და ოქროს მედალთან ერთად მოიპოვა 774 ქულა. ნოემ 2022 წელს მის მიერ დამყარებული რეკორდი 0:56.55-ით გააუმჯობესა.
Panathinaikos International Swimming Trophy-ის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა: ანა ნიჟარაძემ,ლიზი გრიგალაშვილმა,ანი ბერუაშვილმა და სალი შერბაევამ 4×50 თავისუფალი ყაიდის ესტაფეტაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარეს შედეგით 1:51.17, ხოლო საქართველოს ნაკრების წევრებმა: ნოე ფანცხავამ,ლუკა ერაძემ,ნიკა ჭიჭიაშვილმა და მამუკა შენგელიამ 4×100 კომპლექსურ ესტაფეტაში საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარეს შედეგით 3.49.34.