ქალაქ ვარშავაში, XVI საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა. ღონისძიება ყოველწლიურად პოლონეთის რესპუბლიკის პირველი ლედის პატრონაჟით ტარდება. წელს საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში, ტრადიციული სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებელს ხელნაკეთი ნივთები და ეროვნული პროდუქცია შესთავაზეს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პოლონეთის რესპუბლიკაში, დიანა ჟღენტმა, პოლონეთის პირველ ლედის, საჩუქრად ხელნაკეთი ქართული ბროში გადასცა. აგატა კორნჰაუზერ-დუდამ, სტენდის დათვალიერებისას, აღნიშნა,რომ ძალიან უყვარს საქართველო. საქაველმოქმედო ბაზრობაზე წარმოდგენილ ქართული სტენდი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს. შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.