გიორგი ოვაშვილის ფილმის პროექტმა “ევრიმაჟის” დაფინანსება მოიპოვა

გიორგი ოვაშვილის ფილმის პროექტმა “მთვარე მამაა ჩემი”  “ევრიმაჟის” დაფინანსება – 118 000  ევრო მოიპოვა.

“მთვარე მამაა ჩემი ” საქართველოს, გერმანიის, ლუქსემბურგის, ბულგარეთისა და ჩეხეთის ერთობლივი პროდუქციაა.

საქართველო ევროპის საბჭოს კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდის („ევრიმაჟი“) წევრი 2011 წელს გახდა და მას შემდეგ ფონდმა არაერთ ქართულ კინოპროექტს დაუჭირა მხარი.