20 ნოემბრიდან – 25 ნოემბრის ჩათვლით ოპერის თეატრში, თბილისის ვოკალისტთა III საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN ჩატარდება.
კონკურსანტებს შეაფასებს ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან მსოფლიოს წამყვანი საოპერო თეატრებისა და სააგენტოების ხელმძღვანელები: სამეფო ოპერის თეატრის „კოვენტ გარდენი“ კასტინგ დირექტორი პიტერ მარიო კატონა, ვაშინგტონის ნაციონალური ოპერის დირექტორი და სამხატვრო დაგეგმარების ხელმძღვანელი სამუელ გელბერი, ვენის სახელმწიფო ოპერის კასტინგ დირექტორი რობერტ კერნერი, უნგრეთის სახელმწიფო ოპერის გენერალური
20 ნოემბერს, 12:00 საათზე, გაიმართება კენჭისყრა. იმავე დღეს, 19:00 საათზე, კონკურსი საზეიმო გალა კონცერტით გაიხსნება, რომელშიც მონაწილეობას წინა კონკურსების ლაურეატები მიიღებენ.
კონკურსი სამი ტურისგან შედგება. კონკურსის I ტური 21-22 ნოემბერს, II ტური 23 ნოემბერს 14:00 საათზე დაიწყება, ხოლო დასკვნითი III ტური, ლაურეატების დაჯილდოება და კონკურსის საზეიმო დახურვა 25 ნოემბერს, 18:00 საათზე, შედგება. ფინალისტები მაყურებლების წინაშე წარდგებიან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის თანხლებით. დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი.
კონკურსის მხარდამჭერები:
- საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო,
- ქ. თბილისის მერია,
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,
- ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,
- სასტუმრო თბილისი მარიოტი,
- შატო მუხრანი,
- გემუანი.