გერმანიის ქალაქ პოტსდამში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა აზერბაიჯანის ნაკრები 4:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი, ქალებსა და მამაკაცებს შორის ერთად კი გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.