საქართველოს 18 – წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრები 19:3 დაამარცხა და, ზედიზედ მეხუთედ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე („ლელო“), 14. ტატო ბურთიკაშვილი („ვეფხვები“), 13. სანდრო სესიაშვილი („არმია“), 12. გიორგი ხაინდრავა („ლელო“), 11. ლუკა კეშელავა („არმია“), 10. გიგი სირბილაძე („სქარბოროუ“, ინგლისი), 9. გიორგი ჯაში („არმია“);
შერკინება: 1. გიორგი მესხიძე („ხვამლი“), 2. მიხეილ ხახუბია („ლელო“), 3. ნიკა ქუმარიტოვი („ლოკომოტივი“), 4. კახა შეყილაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), 5. გაგი მარგველაშვილი („რასინგ 92“, საფრანგეთი), 6. ლუკა საღინაძე („ლიონი“, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე („ლელო“), 8. ანდრო დვალი („ლელო“, კაპიტანი);
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე („ლელო“), 17. გიორგი ძაგანია („სტად ნისუა“, საფრანგეთი), 18. მათე ღურწკაია („ყოჩები“), 19. მიხეილ შიოშვილი („ლელო“), 20. დავით ლაგვილავა („გრენობლი“, საფრანგეთი), 21. გიორგი სპანდერაშვილი („ლელო“), 22. ბუბა ნოზაძე („ბათუმი“), 23. დავით ბარბაქაძე („არმია“), 24. ნიკოლოზ ხალვაში („ლელო“), 25. ნუგი ქევხიშვილი („ლელო“), 26. თემო წულუკიძე („იუნკერები“).