გერმანიის ქალაქ პოტსდამში ევროპის ჩემპიონატზე 23 -წლამდელთა შორის +100კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა.
ევროპის ჩემპიონი საბა ინანეიშვილი გახდა. ვერცხლის მედალი ირაკლი დემეტრაშვილს ერგო.
ევროპის 23 -წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა ზაურ დვალაშვილიც.
საქართველოს ნაკრებმა ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი, ქალებსა და მამაკაცებს შორის ერთად კი გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.
დღეს ქალთა და მამაკაცთა შერეული გუნდური ასპარეზობა გაიმართება.