დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში ბატუტზე ხტომაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ და ასაკობრივ ჩემპიონატზე სინქრონულ ხტომაში მაია ბოჭორიძემ და ანა ლაპიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ჩემპიონატზე რამდენიმე დღის წინ სინქრონულ ხტომაში ანანო აფაქიძემ და მარიამ რაგიმოვმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. ასევე სინქრონულ ხტომაში ნინო უსუბიანი და თეკლა ჩაჩავა, მათთვის პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ხოლო საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ოთხეულმა: ლუბა გოლოვინამ, მარიამ რაგიმოვამ, ანანო აფაქიძემ და თეონა ჯანჯღავამ. ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილის მოპოვება საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შედეგია.