დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში ბატუტზე ხტომაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ და ასაკობრივ ჩემპიონატზე სინქრონულ ხტომაში ანანო აფაქიძემ და მარიამ რაგიმოვმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
ასევე სინქრონულ ხტომაში ნინო უსუბიანი და თეკლა ჩაჩავა, მათთვის პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ოთხეულმა: ლუბა გოლოვინამ, მარიამ რაგიმოვამ, ანანო აფაქიძემ და თეონა ჯანჯღავამ. ბატუტზე ხტომაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური მესამე ადგილის მოპოვება საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული შედეგია.