ქართველი საფეხბურთო მენეჯერი მიხა გაბეჩავა ბელგიურ „გენტში“ იმუშავებს, – ინფორმაციას 1 არხი ავრცელებს.
მიხა გაბეჩავა ბელგიაში გადასვლას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა:
„მოხარული ვარ, რომ „გენტის“ სკაუტების განყოფილებას შევუერთდი. განსაკუთრებული მადლობა მარკო ვერჰეუგეს, ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობა რომ მომცა. აღფრთოვანებული ვარ მომავალი გამოწვევებითა და გამარჯვებებით.
ვასრულებ ჩემს საქმიანობას „დინამო თბილისში“, ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო. პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში მნიშვნელოვანი როლისთვის, მსურს, კლუბის ყველა წევრის მიმართ ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო. თქვენი მხარდაჭერა ფასდაუდებელი იყო“, – წერს მიხა გაბეჩავა.
23 წლის გაბეჩავა „დინამო თბილისის“ სკაუტების სამსახურის უფროსად 2022 წლის 1 სექტემბრიდან მუშაობდა.