12-13 წლის წინ აღმოჩენილი სიწმინდე

მანგლისის ეპარქიის სამღდელოებამ და მრევლმა გადაწყვიტეს ეპარქიის ყველა ეკლესია მოელოცათ და ყველა ეკლესიაში დაებრძანებინათ წმ. მარიამის ხატი (საკმაოდ დიდი ზომისა, თითქმის ადამიანის სიმაღლე იქნებოდა) და ჩაეტარებინათ პარაკლისები.

სოფელ ივანოვკას (ირაგას თემი) ეკლესია (და მრავალი ეკლესია თეთრიწყარო-წალკის რაიონში) უკაცრიელი და უწირვალოცვო იყო (ალბათ 1810 წლიდან)… (როგორც საქართველოს ეკლესიათა 95%.)

როდესაც ხატი საკურთხევლის კიდეზე, ფილაქვაზე დააბრძანეს ქვა თითქოს გადაიხარა-გაიღო და მის ქვეშ ტილოსა და ტყავში შეხვეული წმ. სანაწილე გამოჩნდა.

პირველად მას დეკანოზი გიორგი და მღვდელი ლაზარე შეეხნენ, ამოაბრძანეს… გახსნეს და აი ასეთი სიწმინდე.

ესაა მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის რამდენადაც პაწაწინა, იმდენად და ათასმაგად დიდი ნაწილი… უდიდესი სიწმინდე, მაცხოვრის ჯვარი უმცირეს ნაწილებად დაანაწევრეს და მთელს მსოფლიოს მოჰფინეს 300-იან წლებში…

მისი ერთი უმცირესი ნაწილი არის შენახული მიტროპოლიტ ანანიას პანაღეაში. იგი მას  ბულგარეთის ერთ-ერთმა მიტროპოლიტმა უწილადა 

ეს ლუსკუმა კი სპეციალისტთა აზრით მე-17 საუკუნეებისაა. (არსებობს ვერსიაც რომ ეკუთვნოდა აღათანგ ხერხეულიძეს)

 

📷 რეალური ისტორია