აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს

გერმანიის ქალაქ დრეზდენში ჩატარდა ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატი სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში სექვეის მიმართულებით(Show Dance), სადაც პირველად საქართველოს სპორტცეკვების არსებობის ისტორიაში, აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს.

ფინალში 6 წყვილი გავიდა. მეორე და მეოთხე ადგილებზე გერმანელები გავიდნენ, მესამეზე – ამერიკელები,  მეხუთეზე – ჩეხები, მეექვსეზე – ბულგარელები.

საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაცია(სსეფ) არის მსოფლიო სპორტცეკვების ფედერაციის(WDSF) ერთადერთი ოფიციალური წევრი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.