22 დეკემბრიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ოპერირებას თურქული ავიაკომპანია Pegasus-ი იწყებს.
რეისები სტამბოლი-ქუთაისის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით შესრულდება.
თურქული ავიაკომპანია ამ დროისთვის ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს.