ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის თასზე კადეტთა შორის 8 მედალი მოიპოვეს და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა უნგრეთის ქალაქ გიორში გამართულ ევროპის თასზე კადეტთა შორის 3 ოქროს 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: გიგი კეკვიაშვილი (-60კგ), საბა სონღულაშვილი (-81კგ) და ნოდარ კობალაძე (+90კგ). ვერცხლის მედალს ლუკა შვანგირაძე (-90კგ) დაეუფლა. ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: ჯემალ დულარიძემ (-55კგ), სანდრო შარიფაშვილმა (-60კგ), გიორგი მუმლაძემ (-73კგ) და მიხეილ კუპრაშვილმა (-90კგ).