ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი“ შესრულებული როლისთვის მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა ბელფასტის კინოფესტივალზე “საუკეთესო შესრულების” კატეგორიაში გაიმარჯვა.
ბელფასტის კინოფესტივალი, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში 1995 წლიდან ტარდება, წელს 3-12 ნოემბერს გაიმართა.
ეკა ჩავლეიშვილი ასევე წარდგენილია ევროპული კინოაკადემიის პრემიის, “ევროპელი მსახიობი ქალის” ნომინაციაში. წელს დაჯილდოების ცერემონია 9 დეკემბერს ბერლინში გაიმართება.