საქართველოს საელჩო საფრანგეთში ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, სტრასბურგში, 30 ნოემბერი – 1 დეკემბრის საკონსულო შემოვლის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება შემდეგი მომსახურებების მიღება:

  1. პასპორტი/პირადობის მოწმობა;
  2. პირადი ნომრის მინიჭება;
  3. საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა;
  4. სამოქალაქო აქტების განმეორებითი მოწმობები (დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, სახელის და/ან გვარის შეცვლის);
  5. ცნობები (ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ, ორთოგრაფიის დამოწმება, ნასამართლობის შესახებ ცნობა, ცნობა მართვის მოწმობის შესახებ, ცნობა პენსიის შესახებ, Certificat de coutume);
  6. დოკუმენტის თარგმანი და დამოწმება;
  7. საქართველოს მოქალაქეობის საკითხები (მოქალაქეობის შენარჩუნება, საგამონაკლისო წესით მინიჭება, აღდგენის წესით მინიჭება, მოქალაქეობის დადგენა, მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება);

“თუ გსურთ, რომ პასპორტი სახლში ფოსტით დაგიბრუნდეთ, თან მოიტანეთ დაზღვეული კონვერტი 50გ (https://www.laposte.fr/…/pret-a-poster-lettre…/p/18996 ), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი (ერთი პასპორტისთვის). აღნიშნული კონვერტით პასპორტი უკან დაგიბრუნდებათ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ: 01 45 02 11 07 (ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-17:00 და პარასკევს 10:00-13:00)

consulat.georgie@mfa.gov.ge

ვიზიტზე ჩასაწერად, გთხოვთ, შეავსოთ ონლაინ ფორმულარი: https://forms.gle/L6ETWKWwrc1APRUy7

დეტალური ინფორმაცია წარმოსადგენი დოკუმენტაციის და მომსახურების საფასურის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე – https://france.mfa.gov.ge/activites-consulaires

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილზე მომსახურების საფასურის გადახდა არ იქნება შესაძლებელი.

მომსახურების საფასური უნდა გადაიხადოთ წინასწარ საელჩოს ანგარიშზე, საბანკო გადარიცხვის გზით და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (AVIS D’OPERATION DE VIREMENT) წარმოადგინოთ ვიზიტის დროს.

ანგარიშის ნომერია:

Titulaire du compte – Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568 Guichet 19926 № compte 00020091202 Clé 34

IBAN: FR76 3056 8199 2600 0200 9120 234

BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.