პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ კრაკოვში, ღვინის საერთაშორისო გამოფენა ENOEXPO გაიმართა. უმსხვილესი ღონისძიება, რომელიც საშუალებას აძლევს ღვინის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს დაამყარონ საქმიანი სამომავლო ურთიერთობები უკვე მეოცედ ჩატარდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ინიციატივით, გამოფენაში 26-მა ქართულმა ღვინის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა.