დიდ ბრიტანეთში, ლონდონში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის WTM 2023 ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე შეხვედრებს მართავს საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირსა და აშშ-ში, მათ შორის არიან უმსხვილესი კომპანიები: Skyscanner, Warner Bros, National Geographic traveller, BBC და Euro News
WTM London 2023 გამოფენაში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან 20-ზე მეტი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციაა წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ პოტენციურ პარტნიორებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
WTM London 2023 გამოფენაში 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენას ტურიზმის სფეროს 35 ათასზე მეტი პროფესიონალი ესწრება.